თბილისში იწყება აქცია "შევაჩეროთ სიკვდილი საქართველოს გზებზე!"

© Мэрия Тбилисиსაავტომობილო გზა ვერეს ხეობაში
საავტომობილო გზა ვერეს ხეობაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქცია ეხმაურება აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ საგზაო შემთხვევას, რის შედეგადაც 11 წლის გოგონა დაიღუპა.

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. 25 მარტს 13:00 საათზე, თბილისში პარლამენტის წინ სამოქალაქო სექტორის ორგანიზებით საგზაო უსაფრთხოების აქცია გაიმართება, ნათქვამია ორგანიზაციის "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" განცხადებაში.

აქციის მსვლელობის დროს პარლამენტის წინ განთავსდება საგზაო უსაფრთხოების თემატიკაზე შექმნილი ბანერები, პოსტერები და მიცვალებულის „სასახლე“ იმის საჩვენებლად, რომ საქართველოს გზებზე ყოველწლიურად 600 ადამიანი იღუპება და 9 000-ზე მეტი ადამიანი იღებს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმას.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაამკაცრონ საგზაო უსაფრთხოება და აღნიშნული საკითხი გახდეს ქვეყნისთვის პრიორიტეტული. მათი მოთხოვნაა აგრესიული მძღოლების მიმართ გამოცხადდეს ნულოვანი ტოლერანტობა.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით მძღოლების დაახლოებით 25% (250 ათასი პირი) უხეშად არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, ისინი გამეორებით იხდიან ჯარიმებს, მაგრამ კვლავ რჩებიან უფლებამოსილ და საზოგადოებისთვის საშიშ მძღოლებად.

 

ყველა ახალი ამბავი
0