თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ავტომობილი ცისტერნით, რომელსაც თხევადი აირი რუსეთიდან საქართველოში შემოჰქონდა, საბაჟო-საკონტროლო პუნქტის "ზემო ლარსი — ყაზბეგის" გავლით საზღვრის გადაკვეთის შემდეგ გადაბრუნდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
სამინისტროს მონაცემებით, შეინიშნება ბუნებრივი აირის გაჟონვა. მიმდინარეობს ინციდენტის დეტალების დაზუსტება.
ინციდენტი რამდენიმე საათს წინ მოხდა. გადაკეტილია მოძრაობა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთზე.