სამტრედიაში ნასამართლევმა პირმა პოლიციელი სცემა

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამტრედიაში სამართალდამცველს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. დაცვის პოლიციელსა და სამტრედის ერთ–ერთ მოქალაქეს შორის დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ფიზიკური შეხლა-შემოხლით დამთავრდა ტოტალიზატორ "კრისტალბეთში". მრავალჯერ ნასამართლევმა პირმა, დაცვის პოლიციელი ტოტალიზატორში სცემა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნული ფაქტი "Sputnik საქართველოს" დაუდასტურეს. უწყების განცხადებით დამნაშავე პირი უკვე დაკავებულია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0