ნანა ვარძელაშვილის კლასელებმა და მასწავლებლებმა მას პროექტში Ты супер! წარმატება უსურვეს. იხილეთ "Sputnik–საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ გულშემატკივრობენ კონკურსის მონაწილეს მისი მეგობრები.
ნანა ვარძელაშვილის მშობლიურ ქალაქში მის ეთერში გამოსვლას მოუთმენლად ელოდებიან. ნანა ვოკალურ შოუში Ты супер! საქართველოს წარმოადგენს. ნანა ვარძელაშვილის კლასელებმა, პედაგოგებმა და მეგობრებმა გააკეთეს პლაკატები წარწერით Нана — ты супер! და ჩაწერეს ვიდეო, რომელშიც მას სცენაზე წარმატებებს უსურვებენ.
ახალგაზრდა კონკურსანტების წარმატებებისა და გამარჯვებებისთვის თვალყურის მიდევნება შესაძლებელია Sputnik-ის ვებ-გვერდებზე რუბრიკებში და სოციალურ ქსელებში.
სოციალური ქსელების მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ შოუს მონაწილეებს წარმატებები და გამარჯვება უსურვონ. Sputnik-ი ნიჭიერ ბავშვებს ყველაზე გამორჩეულ სურვილებს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გადასცემს.
რუსულ ტელეარხ НТВ-სა და სააგენტო Sputnik-ის პროექტი Ты супер! ნიჭიერ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს შანსს აძლევს საკუთარ თავზე განაცხადი გააკეთონ და დიდ სცენაზე გაიკვალონ გზა. მისი მონაწილეა 92 ვოკალისტი რუსეთიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და ესტონეთიდან.