მთავრობა მუნიციპალიტეტებში ტენდერებზე კონტროლს აძლიერებს

© FB / Giorgi Kvirikashviliმთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერმა სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მიერ დასაქმებულთათვის ხელფასის გადაუხდელობის ფაქტებზე მკაცრი რეაგირება მოითხოვა.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოუწოდა, მუნიციპალიტეტებში ტენდერებს და ამ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს მიადევნონ თვალი, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო პერიოდში საქართველოს რამდენიმე რაიონში კომპანიების მხრიდან შრომის პირობების დარღვევის ფაქტები დაფიქსირდა. კომპანიები რამდენიმე თვის განმავლობაში არ უხდიან ხელფასებს თანამშრომლებს.

სახელმწიფო ფულით კომპანია ახორციელებს პროექტს და სამი თვის განმავლობაში ხელფასს არ უხდის თანამშრომლებს — ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი უპასუხისმგებლობა და თუ სადმე ამგვარი პრეცედენტები დაფიქსირდება, ამაზე უნდა იყოს უმკაცრესი რეაგირება, ამ კომპანიების „შავ სიაში“ შეყვანით. ასევე მინდა სამართალდამცველებსაც ვთხოვო, რომ ამ მიმართულებით რეაგირება იყოს უმკაცრესი", — განაცხადა კვირიკაშვილმა. 

საქართველოს მთავრობის ბრიფინგების დარბაზი - Sputnik საქართველო
თბილისში სამთავრობო ქალაქი გაჩნდება

ჩვენმა მოქალაქეებმა ხელფასები დროულად უნდა მიიღონ და რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ აღნიშნა, დარღვევები, ძირითადად, სამშენებლო კომპანიებში ფიქსირდება.

კერძო სამშენებლო კომპანიებს ფინანსური პრობლემები აქვთ. ისინი ტენდერიდან ტენდერამდე მუშაობენ. ჩვენ ამ კომპანიებთან და საბანკო სექტორთან ვმუშაობთ. და ჩვენ სახელფასო დავალიანებას არ ვუყურებთ როგორც პრობლემას კონტრაქტორსა და დასაქმებულს შორის, ჩვენ დროულად ვურიცხავთ მათ თანხას და მკაცრად მოვთხოვთ მათ", — განაცხადა ალავიძემ ბრიფინგზე.

არც პრემიერ-მინისტრი და არც რეგიონული განვითარების მინისტრი არ მიუთითებენ კონკრეტულად, თუ სად დაუგვიანეს ხელფასები თანამშრომლებს.

სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ყველა ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ქვეყნდება — http://procurement.gov.ge/. აქვე ქვეყნდება ასევე ინფორმაცია აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის "შავ სიაში" შეყვანილი კომპანიების შესახებ. სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ კომპანიებს, რომლებიც ამ სიაში არ არიან შესული. ბოლო ინფორმაციით, ასეთი 140 კომპანიაა.

ყველა ახალი ამბავი
0