თბილისი, 24 მარტი — Sputnik. 3,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა წუხელ, 01:24 საათზე თბილისის მახლობლად, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან დაახლოებით 60 კილომეტრში, ქალაქ წალკის მახლობლად, სოფელ ფარავანიდან 6 კილომეტრში დაფიქსირდა. 6-წუთიანი ინტერვალით მიწისძვრა განმეორდა – ამჯერად 3,0 მაგნიტუდის სიმძლავრით.
ინფორმაცია ნგრევისა და დაშავებულების შესახებ შესაბამის სამსახურებში არ შემოსულა.