დოლიძე: ის ფიზიკური პირი, ვინც ნაგავს დაყრის ქუჩაში, კანონის შესაბამისად დაჯარიმდება
„კანონი უკვე არსებობს და სამი აპრილიდან დასუფთავების ინსპექცია გავა ქალაქში. პირველ ეტაპზე ისინი ივლიან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. პერიოდულად მეორეხარისხოვან ქუჩებზეც მოახდენენ პატრულირებას", — განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, ის ადამიანი, ვინც დაარღვევს კანონს და ნაგავს ქუჩაში დაყრის, დაჯარიმდება 80 ლარის ოდენობით.