ამინდი საქართველოში: უქმეებზე ჰაერის ტემპერატურა 20 გრადუსამდე მოიმატებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს თბილი ამინდი ელოდებათ.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. სინოპტიკოსები ამ უქმეებზე თბილ ამინდს პროგნოზირებენ — ჰაერის ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 20 გრადუსამდე მოიმატებს.

შაბათი, 24 მარტი

დასავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით და დღის პირველ ნახევარში მცირე ნალექი, მთაში კი თოვლი და ნისლია ნავარაუდევი. დასავლეთ საქართველოში ქარის სიმძლავრე წამში 10-15 მეტრი, აღმოსავლეთში კი 8-13 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 2-7, დღისით — 14–10 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 5–0, დღისით — პლუს 8–13.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 0-5, დღისით — 11–16 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 8–3, დღისით — 5–10 გრადუსი სითბო.

თბილისში ღამით და დღის პირველ ნახევარში მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. იქროლებს სუსტი ქარი. ღამით პლუს 4 გრადუსი იქნება, დღისით — 14 გრადუსი სითბო.

კვირა, 26 მარტი

დასავლეთ საქართველოში ღამით ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა. აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, დროგამოშვებით მოღრუბლულობა. ქარი ქვეყნის ტერიტორიაზე წამში 10–15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 3-8, დღისით — 15–20 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 5–0, დღისით — პლუს 7–12.

დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 3-8, დღისით — 15–20 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 5–0, დღისით — პლუს 7–12.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 0-5, დღისით — 15–20 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 7–2, დღისით — 8–13 გრადუსი სითბო.

თბილისში ღრუბლიანი ამინდი იქნება, ძირითადად უნალექოდ. ღამით პლუს 3 გრადუსი იქნება, დღისით — 18 გრადუსი სითბო.

ორშაბათი, 27 მარტი

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, დღისით კი დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ქარის სიძლიერე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე წამში 10-15 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 5-10, დღისით — 11–16 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 4 პლუს 1, დღისით — 5–10 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 3-8, დღისით — 17–22 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 7–1, დღისით — 9–14 გრადუსი სითბო.

სინოპტიკოსები თბილისში ღამით უნალექო ამინდს, დღისით კი ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ. ღამით პლუს 6 გრადუსი იქნება, დღისით — 20 გრადუსი სითბო.

ყველა ახალი ამბავი
0