ტერაქტი ლონდონში: დანაშაულის ადგილის შესწავლისა და ხალხის ევაკუაციის კადრები

გამოწერა

დაიღუპა ოთხი ადამიანი, ორმოცი კი დაშავდა ლონდონში უესტმინსტერის ხიდთან მომხდარი ტერაქტის შედეგად. პოლიციამ ტერორისტის ლიკვიდაცია მოახდინა. იხილთ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა ხალხის ევაკუაცია და დამნაშავის მანქანის გამოკვლევა.

თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. საზოგადოებისათვის სხვა საფრთხის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, განახდარა სკოტლანდ-იარდის კონტრტერორისტული ქვედანაყოფის წარმომადგენელმა მარკ როულიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთის პოლიციამ ლონდონში მომხდარი ტერაქტის გამო ექვს მისამართზე ჩაატარა ჩხრეკა და დააკავა შვიდი ადამიანი, იუწყება "რია ნოვოსტი".

ქალი ეხმარება ლონდონში უესტმინსტერის ხიდთან მომხდარი სროლის შედეგად დაშავებულს - Sputnik საქართველო
ტერაქტი ლონდონში: ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

პოლიციის დაზუსტებული მონაცემებით, მომხდარს შეეწირა 3 ადამიანი. "მეოთხე ადამიანი — თავად ტერორისტია, რომლის ლიკვიდაციაც მოახდინეს პოლიციის შეიარაღებულმა თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე", — განაცხადა დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის პოლიციის კომისრის მოადგილემ მარკ როულიმ.

ტერაქტი მოხდა ადგილობრივი დროით 14:40 საათზე ტურისტებისათვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილზე. უესტმინსტერის ხიდზე მიმავალმა მანქანამ ტროტუარზე გადაუხვია და რამდენიმე ადამიანს დაეჯახა, შემდეგ კი პარლამენტის შენობისკენ განაგრძო გზა, სადაც ის პოლიციამ შეაჩერა. თავდამსხმელი მანქანიდან გადმოხტა, გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა და პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს დანა დაარტყა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. ბოროტმოქმედის მიმართულებით პოლიციამ ცეცხლი გახსნა და მისი ლიკვიდაცია მოახერხა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, დაშავდა 40.

ყველა ახალი ამბავი
0