ბრიუსელში მომხდარი ტრაგიკული მოვლენებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ლონდონის ცენტრში, უესტმინსტერის ხიდზე. პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინა.
ტურისტებისათვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილზე ტერაქტი განხორციელდა 22 მარტის საღამოს. უესტმინსტერის ხიდზე მიმავალმა მანქანამ ტროტუარზე გადაუხვია და რამდენიმე ადამიანს დაეჯახა, შემდეგ კი პარლამენტის შენობისკენ განაგრძო გზა, სადაც ის პოლიციამ შეაჩერა. თავდამსხმელი მანქანიდან გადმოხტა, გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა და პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს დანა დაარტყა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. ბოროტმოქმედის მიმართულებით პოლიციამ ცეცხლი გახსნა და მისი ლიკვიდაცია მოახერხა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, დაშავდა 40.

ქალი ეხმარება ლონდონში უესტმინსტერის ხიდთან მომხდარი სროლის შედეგად დაშავებულს - ავტომობილების მოძრაობა მომენტალურად შეწყდა

2/16
© AP Photo / James West
ტურისტებისათვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილზე ტერაქტი განხორციელდა 22 მარტის საღამოს. უესტმინსტერის ხიდზე მიმავალმა მანქანამ ტროტუარზე გადაუხვია და რამდენიმე ადამიანს დაეჯახა, შემდეგ კი პარლამენტის შენობისკენ განაგრძო გზა, სადაც ის პოლიციამ შეაჩერა. თავდამსხმელი მანქანიდან გადმოხტა, მოკლა პოლიციელი და გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა

პოლიციის ოფიცერი მირბის უესტმინსტერის ხიდისკენ, ლონდონის პარლამენტის მახლობლად. ტერაქტის შემდეგ პოლიციის გაძლიერებულმა ქვედანაყოფებმა ტრაგედიის ადგილს ალყა შემოარტყეს და პარლამენტს გაძლიერებული დაცვა დაუნიშნეს

უესტმინსტერის ხიდზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებულებს სასწრაფო დახმარების ბრიგადების მოსვლამდე პირველადი დახმარება გამვლელებმა აღმოუჩინეს

ტერაქტის შემდეგ პოლიციამ უესტმინსტერის ხიდის მიმდებარე ტერიტორიას ალყა შემოარტყა

6/16
© AP Photo / Stefan Rousseau / PA
საგანგებო სიტუაციების სამსახურების თანამშრომლებს სროლის ადგილიდან დაშავებულები და დაჭრილები მიჰყავთ

7/16
© AP Photo / Yui Mok / PA
კრიმინალისტები და საგანგებო სიტუაციების სამსახურების თანამშრომლები ერთ-ერთი დაღუპულის ცხედართან

8/16
© AP Photo / Stefan Rousseau / PA
საგანგებო სიტუაციების სამსახურების თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების მანქანები უესტმინსტერის ხიდის მახლობლად მომხდარი სროლის ადგილზე ლონდონში

ლონდონის ცენტრში მომხდარმა ტრაგედიამ ხალხი შოკში ჩააგდო, თუმცა, მიუხედავად ამისა, გამვლელები მყისიერად დაშავებულების დახმარებას შეუდგნენ და არ შეშინებიათ იმისა, რომ დაშავდებოდნენ, თუ სროლა გაგრძელდებოდა

10/16
© AP Photo / Yui Mok/ Pa
საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები უესტმინსტერის ხიდთან მომხდარი ტერაქტის ადგილზე მუშაობენ

პოლიციის შეიარაღებული თანამშრომლები ლონდონში, უესტმინსტერის ხიდთან ახლოს მომხდარი ტერაქტის ადგილზე

12/16
© AP Photo / Stefan Rousseau / PA
პოლიციის შეიარაღებული თანამშრომლები, კრიმინალისტები და საგანგებო სიტუაციების სამსახურების თანამშრომლები ლონდონში, უესტმინსტერის ხიდის მახლობლად მომხდარი ტერაქტის ადგილზე

პოლიციის გაძლიერებული ქვედანაყოფი სროლის შემდეგ აკონტროლებს პარლამენტის გარშემო ტერიტორიას ლონდონში

კრიმინალისტები და გამომძიებლები მუშაობენ უესტმინსტერის ხიდის მახლობლად მომხდარი სროლის ადგილზე

პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ინციდენტის ადგილზე ლონდონში პარლამენტის შენობასთან

16/16
ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი საღამო იყო ლონდონში - თუმცა საშინელი ტრაგედიის შესახებ მეტყველებენ პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურების მანქანები