ინდოელმა კლიპმეიკერებმა ახალი ვიდეოს გადასაღებად საქართველო აირჩიეს

გამოწერა

საქართველოს დედაქალაქის ცენტრში ერთ-ერთი ინდოელი შემსრულებლის მუსიკალური კლიპი გადაიღეს. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ გადაიღეს თბილისში ინდური კლიპი.

ტურისტებისათვის პოპულარულ ადგილზე "ახალ ტფილისში", დავით აღმაშენებლის გამზირზე დღეს ხშირად იღებენ სარეკლამო რგოლებსა და მუსიკალურ კლიპებს სხვადასხვა ქართული თუ უცხოური კომპანიები. გამონაკლისი არც ინდოეთია. ინდურ გადამღებ ჯგუფებს საქართველოში მუშაობის უკვე დიდი გამოცდილება აქვთ.

"მალე კიდევ ჩამოვალთ, რათა საქართველოში მეტი ვიდეო გადავიღოთ. ძალიან მოგვწონს საქართველო, მისი ბუნება და ქართული კულტურა. ჩვენი ნამუშევრით ხელს ვუწყობთ ქართული კულტურის ინდოეთში და ინდური კულტურის საქართველოში პოპულარიზებას", — "Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში განაცხადა ინდოელმა პროდუსერმა პაბდალ სინგ ვირკმა, რომელიც წარმოადგენს კომპანიას Red Tunes Entertainment Ltd.

"ახალი ტფილისი" ცოტა ხნის წინ აღადგინეს და დღეისათვის ქალაქის მაცხოვრებლებისა და სტუმრების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.

ყველა ახალი ამბავი
0