22 მარტს მსოფლიოში ტაქსის დღე აღინიშნება. "Sputnik-საქართველომ" თქვენთვის მოამზადა ფოტოების კრებული, სადაც მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო ტაქსებს იხილავთ.
1907 წლის 22 მარტს ლონდონის ნისლიან ქუჩებში პირველად გამოჩნდა მრიცხველიანი მანქანები. თავდაპირველად მათ "ტაქსომოტორებს" უწოდებდნენ ("taxe" — ფრანგულად "გადახდა", ხოლო "metron" ბერძნულად "ზომვა"), ხოლო შემდეგ სახელწოდება შეამცირეს. ამის შედეგად 22 მარტი ტაქსისა და ტაქსისტების საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.
© AFP 2024 / ASIF HASSANდღეისათვის ქალებისათვის განკუთვნილ ვარდისფერ ტაქსის შეხვდებით მრავალ ქვეყანაში, მათ შორის დუბაიშიც. ეს ავტომობილები ემსახურებიან მხოლოდ ქალებს. ასეთი ტაქსების ძღოლებიც ქალები არიან. ავტომობილის სალონში მგზავრებს შეუძლიათ უყურონ ტელევიზორს, მოუსმინონ სასურველ მუსიკას, გაიკეთონ მაკიაჟი ან უბრალოდ საკუთარი თავის ყურებით დატკბნენ სპეციალურად დამონტაჟებულ სარკეში
1/11
© AFP 2024 / ASIF HASSAN
დღეისათვის ქალებისათვის განკუთვნილ ვარდისფერ ტაქსის შეხვდებით მრავალ ქვეყანაში, მათ შორის დუბაიშიც. ეს ავტომობილები ემსახურებიან მხოლოდ ქალებს. ასეთი ტაქსების ძღოლებიც ქალები არიან. ავტომობილის სალონში მგზავრებს შეუძლიათ უყურონ ტელევიზორს, მოუსმინონ სასურველ მუსიკას, გაიკეთონ მაკიაჟი ან უბრალოდ საკუთარი თავის ყურებით დატკბნენ სპეციალურად დამონტაჟებულ სარკეში
© AFP 2024 / YOSHIKAZU TSUNO იაპონიაში, ჩინეთსა და ინდოეთში, ავტომობილი-ტაქსების გარდა არსებობს გადაადგილების ისეთი საშუალება, როგორიცაა რიქშა - ეტლში შებმული მძღოლი. ფოტოზე: ტურისტი რიქშის საშუალებით გადაადგილდება საკურის ყვავილობისას ტოკიოში
2/11
© AFP 2024 / YOSHIKAZU TSUNO
იაპონიაში, ჩინეთსა და ინდოეთში, ავტომობილი-ტაქსების გარდა არსებობს გადაადგილების ისეთი საშუალება, როგორიცაა რიქშა - ეტლში შებმული მძღოლი. ფოტოზე: ტურისტი რიქშის საშუალებით გადაადგილდება საკურის ყვავილობისას ტოკიოში
© AFP 2024 / MAURICIO LIMAბრაზილიაში გავრცელებულია მფრინავი ტაქსები. მიუხედავად სიძვირისა, პატარა თვითმფრინავებითა და ეკონომიური ვერტმფრენებით მსგზავრობა საკმაოდ პოპულარულია. ამის მიზეზი მთელს ქალაქში არსებული საცობებია. ფოტოზე: ვერტმფრენი სან-პაულოს თავზე
3/11
© AFP 2024 / MAURICIO LIMA
ბრაზილიაში გავრცელებულია მფრინავი ტაქსები. მიუხედავად სიძვირისა, პატარა თვითმფრინავებითა და ეკონომიური ვერტმფრენებით მსგზავრობა საკმაოდ პოპულარულია. ამის მიზეზი მთელს ქალაქში არსებული საცობებია. ფოტოზე: ვერტმფრენი სან-პაულოს თავზე
© AFP 2024 / TANG CHHIN SOTHYპიკაპი - კამბოჯაში ერთ-ერთი ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა. ის, ვინც კომფორტს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, შეუძლია ასეთი ავტომობილის ძარაზე მოთავსდეს. ამ შემთხვევაში მგზავრს მოუწევს შეეგუოს იმ ფაქტს, რომ, შესაძლოა, ადგილი ცხოველებს გაუყოს
4/11
© AFP 2024 / TANG CHHIN SOTHY
პიკაპი - კამბოჯაში ერთ-ერთი ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა. ის, ვინც კომფორტს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, შეუძლია ასეთი ავტომობილის ძარაზე მოთავსდეს. ამ შემთხვევაში მგზავრს მოუწევს შეეგუოს იმ ფაქტს, რომ, შესაძლოა, ადგილი ცხოველებს გაუყოს
© AP Photo / Andrew Medichiniვენეციაში ავტომობილს იშვიათად შეხვდებით, სამაგიეროდ გადასაადგილებლად საკმაოდ პოპულარულია სანაოსნო საშუალებები. ვენეციური გონდოლა - ეს ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო სანაოსნო ტაქსია მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ გონდოლით გასეირნება არ არის იაფი სიამოვნება, ამ ქალაქის მიმზიდველობის შეგრძნება მხოლოდ ამგვარი ტრანსპორტით მგზავრობითაა შესაძლებელი
5/11
© AP Photo / Andrew Medichini
ვენეციაში ავტომობილს იშვიათად შეხვდებით, სამაგიეროდ გადასაადგილებლად საკმაოდ პოპულარულია სანაოსნო საშუალებები. ვენეციური გონდოლა - ეს ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო სანაოსნო ტაქსია მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ გონდოლით გასეირნება არ არის იაფი სიამოვნება, ამ ქალაქის მიმზიდველობის შეგრძნება მხოლოდ ამგვარი ტრანსპორტით მგზავრობითაა შესაძლებელი
© AFP 2024 / Ishara S. KODIKARAმოტოტაქსი პოპულარულია ტაილანდში, ინდოეთში, პაკისტანში, ვიეტნამში, კენიასა და ეთიოპიში. ეს სატრანსპორტო საშუალება ერთ-ერთი ყველაზე საშიში და ავარიულია, თუმცა მგზავრების აზრით მისი სიიაფე საკმაოდ მიმზიდველია. მთავარია კლიენტს არ დაავიწყდეს, რომ მგზავრობისას არ შეძლება გვერდით გადახრა. ფოტოზე: მოტოტაქსი შრი-ლანკის დედაქალაქ კოლომბოში ავტოსადგომზე
6/11
© AFP 2024 / Ishara S. KODIKARA
მოტოტაქსი პოპულარულია ტაილანდში, ინდოეთში, პაკისტანში, ვიეტნამში, კენიასა და ეთიოპიში. ეს სატრანსპორტო საშუალება ერთ-ერთი ყველაზე საშიში და ავარიულია, თუმცა მგზავრების აზრით მისი სიიაფე საკმაოდ მიმზიდველია. მთავარია კლიენტს არ დაავიწყდეს, რომ მგზავრობისას არ შეძლება გვერდით გადახრა. ფოტოზე: მოტოტაქსი შრი-ლანკის დედაქალაქ კოლომბოში ავტოსადგომზე
© AFP 2024 / Adrian DENNISთანამედროვე ინგლისში მსოფლიოსთვის ცნობილი შავი ტაქსები - ქებები - ქვეყნის ერთ-ერთ სიმბოლოდ მიიჩნევა. ისინი გათვლილია პრივილეგირებულ კლასზე. მანქანებს, რომლებიც ხუთამდე მგზავრს იტევენ, გზაზე სპეციალური გზები აქვთ გამოყოფილი
7/11
© AFP 2024 / Adrian DENNIS
თანამედროვე ინგლისში მსოფლიოსთვის ცნობილი შავი ტაქსები - ქებები - ქვეყნის ერთ-ერთ სიმბოლოდ მიიჩნევა. ისინი გათვლილია პრივილეგირებულ კლასზე. მანქანებს, რომლებიც ხუთამდე მგზავრს იტევენ, გზაზე სპეციალური გზები აქვთ გამოყოფილი
© AFP 2024 / SAKIS MITROLIDIS საბერძნეთში, გარდა ჩვეულებრივი ტაქსებისა, არის ასევე გამორჩეული ტაქსები, რომლებიც ქვეყნის დედაქლაქში სანტორინის კუნძულ ფირაზე მუშაობენ. ტრანსპორტი და მძღოლი აქ ერთია. საქმე ისაა, რომ კუნძლზე გადაადგილდებიან სერპანტინზე ქვემოდან ზემოთ, სადაც ავტომობილი ვერ გაივლის, ხოლო ვირისათვის ამ გზის დაფარვა მარტივია
8/11
© AFP 2024 / SAKIS MITROLIDIS
საბერძნეთში, გარდა ჩვეულებრივი ტაქსებისა, არის ასევე გამორჩეული ტაქსები, რომლებიც ქვეყნის დედაქლაქში სანტორინის კუნძულ ფირაზე მუშაობენ. ტრანსპორტი და მძღოლი აქ ერთია. საქმე ისაა, რომ კუნძლზე გადაადგილდებიან სერპანტინზე ქვემოდან ზემოთ, სადაც ავტომობილი ვერ გაივლის, ხოლო ვირისათვის ამ გზის დაფარვა მარტივია
© AP Photo / Ramon Espinosaუჩვეულო ტაქსის იხილავთ კუბის დედაქალაქ ჰავანას ქუჩებშიც. აქ დღესაც შეიძლება შეხვდეთ ველოსიპედ "კოკო-ტაქსის". ის ორ მგზავრზეა გათვლილი და არის ველოსიპედი სამგზავრო სალონით. ტაქსის ეს სახეობა ყველაზე ნელი და ყველაზე "მტვრიანია", თუმცა ტურისტებისათვის ყველაზე შესაფერისია, რადგან მათ ადგილობრივი ღირსშესანიშნაობებთან გაცნობა სურთ
9/11
© AP Photo / Ramon Espinosa
უჩვეულო ტაქსის იხილავთ კუბის დედაქალაქ ჰავანას ქუჩებშიც. აქ დღესაც შეიძლება შეხვდეთ ველოსიპედ "კოკო-ტაქსის". ის ორ მგზავრზეა გათვლილი და არის ველოსიპედი სამგზავრო სალონით. ტაქსის ეს სახეობა ყველაზე ნელი და ყველაზე "მტვრიანია", თუმცა ტურისტებისათვის ყველაზე შესაფერისია, რადგან მათ ადგილობრივი ღირსშესანიშნაობებთან გაცნობა სურთ
© AFP 2024 / TIMOTHY A. CLARYყვითელი ავტომობილები სახურავზე დამაგრებული "რქით" - ნიუ-იორკის უცვლელი სტილია. აქ ტაქსის მძღოლად მუშოაბა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მგზავრებს მოძრაობისას ჩაისვამენ. ტაქსის გამოძახება, როგორც სხვა ქვეყნებში, უბრალოდ შეუძლებელია, აქ მხოლოდ მათი ქუჩაში გაჩერებაა შესაძლებელი. მგზავრები მხოლოდ უკანა სავარძელზე სხდებიან, მძღოლის ზონა კი სპეციალური სარკმლიანი კედლითაა გამოყოფილი
10/11
© AFP 2024 / TIMOTHY A. CLARY
ყვითელი ავტომობილები სახურავზე დამაგრებული "რქით" - ნიუ-იორკის უცვლელი სტილია. აქ ტაქსის მძღოლად მუშოაბა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მგზავრებს მოძრაობისას ჩაისვამენ. ტაქსის გამოძახება, როგორც სხვა ქვეყნებში, უბრალოდ შეუძლებელია, აქ მხოლოდ მათი ქუჩაში გაჩერებაა შესაძლებელი. მგზავრები მხოლოდ უკანა სავარძელზე სხდებიან, მძღოლის ზონა კი სპეციალური სარკმლიანი კედლითაა გამოყოფილი
© AP Photo / Dmitry Lovetskyპეტერბურგის ერთ-ერთმა კომპანიამ წარმოადგინა ტაქსი სადაზვერვო-სამორიგეო ბრონირებული მანქანის ბაზაზე. ამ ტაქსიში არ არის კონდიციონერი, ტყავის სალონი და მინები, სამაგიეროდ არის ტყვიამფრქვევი. მისი მგზავრები ასევე იქნებიან დაცულები ავტომატის ჯერისგან და ნაღმების ანასხლეტებისგან
11/11
© AP Photo / Dmitry Lovetsky
პეტერბურგის ერთ-ერთმა კომპანიამ წარმოადგინა ტაქსი სადაზვერვო-სამორიგეო ბრონირებული მანქანის ბაზაზე. ამ ტაქსიში არ არის კონდიციონერი, ტყავის სალონი და მინები, სამაგიეროდ არის ტყვიამფრქვევი. მისი მგზავრები ასევე იქნებიან დაცულები ავტომატის ჯერისგან და ნაღმების ანასხლეტებისგან