„თელასი“ მოსახლეობას აფრთხილებს

"თელასი"
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 22 მარტს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანდრო ეულის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღვინის აღმართის, ტყავის ჩიხის, გრიგოლ ხანძთელის, ლესელიძის, იერუსალიმის და კოტე აბხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის და ავშნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს.

14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თორნიკე ერისთავის და მექანიზაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგურ ლილოს და კახეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ შინდისის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

17:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ შინდისის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0