პრესკონფერენცია: თეატრი Tilde ფესტივალზე პოლონეთში მიემგზავრება

© tilde.tilde.ექსპერიმენტული თეატრი Tilde
ექსპერიმენტული თეატრი Tilde - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერიმენტული თეატრ Tilde-ს პოლონეთში ფესტივალში მონაწილეობისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ხუთშაბათს, 23 მარტს 12:00 საათზე გაიმართება.

Tilde მრავალეროვნული ექსპერიმენტული თეატრია, რომლის შემადგენლობაში უპირატესად ქალები არიან და რომელიც საქართველოს მოყვარულთა თეატრალურ ხელოვნებას წარმოადგენს.

პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ თეატრის რეჟისორი და მსახიობები. ისინი ისაუბრებენ პოლონეთის IV საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე "აღმოსავლეთი — დასავლეთი" და თეატრის უახლოეს სამომავლო გეგმებზე. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნებიან თეატრები პოლონეთიდან, საქართველოდან, ევროპიდან და მთელი მსოფლიოდან.

პრესკონფერენციის მონაწილეები:

— რეჟისორი ოქსანა ჩადაევა;

— მსახიობები იანინა ძენცელოვსკაია, მიხეილ როდიონოვი, ნადია პოპოვიანი.

ვიწვევთ მასმედიის წარმომადგენლებს მიიღოთ მონაწილება ვიდეოხიდში, რომელიც თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი, 61, მე–5 სართული, ბლოკი С. ტელეფონი: 555 90 89 77.

მასმედიის აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977. თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრის ანონსების გამოწერაზე განაცხადები გაგზავნეთ მისამართზე media@sputnik-georgia.com

ყველა ახალი ამბავი
0