მოლდოვამ ბელარუსიდან ელჩის გამოწვევა გადაწყვიტა

© photo: Sputnik / Miroslav Rotarმოლდოვას დროშა
მოლდოვას დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეორგე ხიოარეს ბელარუსში მოლდოვის ელჩის თანამდებობიდან მას შემდეგ გამოიწვევენ, რაც პრეზიდენტი იგორ დოდონი დოკუმენტს ხელს მოაწერს.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. მოლდოვის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გამოიწვიოს გეორგე ხიოარე ბელარუსში ქვეყნის ელჩის თანამდებობიდან, იუწყება „Sputnik მოლდოვა“.

 „თანამდებობიდან გაწვეულია რესპუბლიკა ბელარუსში მოლდოვას საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და შეთავსებით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საწესდებო და სხვა ორგანოებში რესპუბლიკა მოლდოვას მუდმივი სრულუფლებიანი წარმომადგენელი“, —  აღნიშნული გადაწყვეტილების ტექსტი გაასაჯაროვა  საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის ვიცე–მინისტრმა დანიელა მორარმა.

ხიორარე ბელარუსში მოლდოვას ელჩის თანამდებობას 2010 წლის 25 ოქტომბრიდან იკავებდა. იმავე წელს ის დსთ–ის საწესდებო ორგანოებში მოლდოვას წარმომადგენელი გახდა. ხიორარეს გამოწვევის გადაწყვეტილება ძალაში მოლდოვას პრეზიდენტ იგორ დოდონის ხელმოწერის შემდეგ შევა.


ყველა ახალი ამბავი
0