მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ ოქრო და ვერცხლი მოიპოვა

© FB / Федерация бокса Грузииესკერხან მადიევი და ლაშა გურული
ესკერხან მადიევი და ლაშა გურული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქ ბრეილაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ესკერხან მადიევმა ოქროს, ლაშა გურულმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. რუმინეთის ქალაქ ბრეილაში გამართულ 22-წლამდე მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ოქროს და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ნათქვამია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ევროპის ჩემპიონი ესკერხან მადიევი (69 კგ) გახდა, რომელმაც ფინალური ორთაბრძოლა რუს ვლადისლავ სავოსტიანოვს მოუგო.

აღსანიშნავია, რომ რუმინეთში მადიევი ტრამვით ასპარეზობდა, თუმცა, მან ოთხი გამარჯვება მაინც მოიპოვა და ფინალში გასვლაც შეძლო.

საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ოქროს მედალი ლაშა გურულმა მოუტანა, მაგრამ  ფინალურ ორთაბრძოლაში  -64 კგ წონით კატეგორიაში ის ინგლისელ ლუკ მაკკორმიკთან დამარცხდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0