თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ტერაქტის ადგილიდან სოციალურ ქსელებში ვიდეოკადრები ვრცელდება — სწორედ ასე განიხილავს ლონდონის პოლიცია ბრიტანეთის პარლამენტის შენობასთან და ვესტმინსტერის ხიდზე მომხდარ ინცინდენტს, იუწყება РИА Новости.
ინცინდენტის დროს საკანონმდებლო ორგანოში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იმყოფებოდა. *Graphic* Video appears to show aftermath on #Westminster Bridge. Knifeman shot by armed police. #London pic.twitter.com/LqKLwvrKJb
— Connor Gillies (@ConnorGillies) 22 марта 2017 г.
ლონდონის ცენტრში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. BBC-ის ინფორმაციით, ვესტმინსტერის ხიდზე ავტომობილმა სულ მცირე ხუთ ადამიან დაეჯახა. ხოლო ტელეარხი Sky News-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ავტომობილი მთელი სისწრაფით შეეჯახა ბრიტანეთის პარლამენტის ღობეს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უცნობმა პირმა დანით დაჭრა პოლიციელი, თავდამსხმელის ლიკვიდაცია სამართალდამცველებმა მოახდინეს. Police confirm they are treating the attack near #Parliament in #Westminster as a terrorist incident via @SkyNews pic.twitter.com/40lyxejp2A
— Defend Europa (@DefendEvropa) 22 марта 2017 г.
ინციდენტის ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ, გამორიცხული არაა, რომ ავტომობილში, რომელიც ადამიანებს დაეჯახა, ასაფეთქებელი მოწყობილობაა დამონტაჟებული.
ბოლო ინფორმაციის თანახმად, ლონდონში, პარლამენტის შენობის ახლოს მომხდარი ორი ინციდენტის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმემ კი სხეულის დაზიანებები მიიღეს. More photos from #Westminster terrorist attack pic.twitter.com/jAm6ANH071
— Defend Europa (@DefendEvropa) 22 марта 2017 г.
მომხდარი ფაქტის შემდეგ ლონდონში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.