ჯანელიძე: ვადასტურებთ ჩვენს მნიშვნელოვან კონტრიბუციას
"ვაშინგტონში იმართება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გლობალური კოალიციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც მოწვეულია აშშ-ს სახელწიფო მდივნის მიერ. ჩვენი მონაწილეობა კონფერენციაში დასტურია იმისა, რომ საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ანტიტერორისტული საქმიანობის კუთხით", — განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება, სადაც დღეს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების შეხვედრა იმართება.