დეა დგებუაძე: ჩემი ნახატის გმირები, ძირითადად, ანგელოზები არიან
"ჩემი ნამუშევრები შესრულებულია მინიატურის ტექნიკით. მინიატურების შექმნა პირველად 2 წლის წინ დავიწყე ჰობის დონეზე, რაც შემდეგ სერიოზულ საქმიანობად იქცა ჩემთვის. მამაჩემი მხატვარი იყო. ალბათ, ამან იქონია ჩემზე გავლენა და ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა", — ამბობს დგებუაძე.
დეა დგებუაძე თვითნასწავლი ხელოვანია. იგი მინიატურების შესაქმნელად იყენებს მუყაოს, აკრილის საღებავებს და ფურცლოვან ოქროს, რომელიც ფართოდ გამოიყენება ხატწერაში.