ვინ უნდა აუნაზღაუროს „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეებს ზარალი

© FB/ Tedoradze Irakliირაკლი თედორაძე
ირაკლი თედორაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დახმარება სახელმწიფოს მხრიდან უფრო კეთილი ნებაა, ვიდრე კანონით დაკისრებული ვალდებულება, - მიაჩნია ეკონომიკისა და სამართლის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი თედორაძეს.
ვინ უნდა აუნაზღაუროს „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეებს ზარალი
00:00
1
  • 0,8
  • 1
  • 1,5
  • 2
iგამოშვების შესახებ
ვინ უნდა აუნაზღაუროს „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეებს ზარალი
სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების დახმარება სახელმწიფოს მხრიდან უფრო კეთილი ნებაა, ვიდრე კანონით დაკისრებული ვალდებულება, - თვლის ირაკლი თედორაძე.

„სახელმწიფოს ვერავინ ვერ დაავალდებულებს, დაზარალებულ მოვაჭრეებს კომპენსაცია გადაუხადოს, რადგან სახელმწიფო აქ არაფერ შუაშია, დაზარალებულები დამოუკიდებელი მეწარმეები არიან”, —  განუცხადა  „Sputnik საქართველოს“ ირაკლი თედორაძემ.

ხანძარი სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში, სადაც „ოქროს სამყარო“ და საბითუმო ბაზრობა იყო განთავსებული, 30 იანვარს, გვიან ღამით გაჩნდა. დაზარალებული მოვაჭრეები საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავენ. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება მათ კომპენსაციებს არ უხდის და დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებს. გარდა ამისა, ისინი კრედიტის შეჩერების საკითხზე ბანკებთან შუამავლობას ითხოვენ.


ყველა ახალი ამბავი
0