საქართველოს პირველმა პირებმა მარნეულის მოსახლეობას ნოვრუზ–ბაირამი მიულოცეს

© FB / Giorgi Margvelashviliნოვრუზ-ბაირამზე გიორგი მარგველაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი
ნოვრუზ-ბაირამზე გიორგი მარგველაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარნეულში, სადაც ძირითად ეთნიკური აზერბაიჯანლები ცხოვრობენ, გაზაფხულის დღესასწაული — ნოვრუზ–ბაირამს ზეიმობენ.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მარნეულში, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, მონაწილეობა მიიღეს საზეიმო ღონისძიებებში, რომელიც ნოვრუზ–ბაირამის საზეიმო აღნიშვნას მიეძღვნა.

ნოვრუზ–ბაირამი — მუსლიმებში გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის ბუნიობის დღეს 20–21 მარტს ემთხვევა. საზეიმო ღონისძიებები საქართველოშიც იმართება. 

„გილოცავთ და გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას. ყოველ წელს მიხარია, როდესაც ჩამოვდივარ აქ და ვხედავ როგორ განახლებულია მარნეული და თქვენ თქვენი შრომით, თქვენი ღვაწლით კიდევ უფრო ლამაზს ხდით თქვენს ქალაქს“, — განაცხადა მარგველაშვილმა, მარნეულის მცხოვრებთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

ნოვრუზ–ბარამის დღესასწაული მარნეულელებს ასევე მიულოცა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

 „ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ერთად, ერთ ოჯახად ვაშენებდით ძლიერ ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს — საქართველოს და გვერდით ვუდგავართ ერთმანეთს ჭირსა და ლხინში. გილოცავთ სიცოცხლის, სიხარულის, განახლების დღესასწაულს!“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ქვეყნის პირელი პირების სიტყვით გამოსვლის შემდეგ მარნეულში საზეიმო კონცერტი დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს და აზერბაიჯანის მომღერლებმა მიიღეს. გარდა ამისა, ქალაქში რამდენიმე გამოფენა ტარდება, მათ შორის ადგილობრივი პროდუქციისა, და რამდენიმე სპორტული ღონისძიება მიმდინარეობს.

მარნეულში, ტრადიციულად, ნოვრუზ–ბაირამისთვის კოცონი დაანთეს, რათა ადამიანებმა განწმენდის რიტუალი შეასრულონ.


ყველა ახალი ამბავი
0