საია პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა

გამოწერა
პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა ხელისუფლების ერთი პარტიით დაკომპლექტებას გამორიცხავს, რისი რისკებიც არაპირდაპირ არჩევის შემთხვევაში იარსებებს, - მიაჩნია საია-ს იურისტ ლელა ტალიურს.
საია პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა

„არაპირდაპირი არჩევნები  ხელისუფლების ინიციატივაა და ეფუძნება იმას, რომ ვართ გადასული საპარლამენტო მოდელზე, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტს შეზღუდული უფლებამოსილებები აქვს და, აქედან გამომდინარე, პირდაპირი წესით არჩევნები, ფაქტობრივად, ძალას კარგავს. თუმცა, ჩვენ ამ მოსაზრებას არ ვიზიარებთ“, განაცხადა ტალიურმა.  

იმაზე, თუ როგორ უნდა ავირჩიოთ მომავალი პრეზიდენტი,  ამ საკითხზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მსჯელობს, რომელიც, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით, 15 დეკემბერს შეიქმნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0