გერგეტის სამებისკენ ახალ გზას დააგებენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგერგეტის სამება
გერგეტის სამება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად გერგეტის სამებისკენ გზა გრუნტოვანი და დაზიანებულია. წვიმის დროს იქ გავლა რთულდება როგორც ტრანსპორტის, ისე ქვეითად მოსიარულეებისთვის.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. უახლოეს მომავალში სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი 5,66-კილომეტრიანი გზის მშენებლობა დაიწყება.

გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ყაზბეგში ტურისტული პოტენციალის განვითარებას, აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

© საავტომობილო გზების დეპარტამენტიგერგეტის მონასტრისკენ მიმავალი საავტომობილო გზის პროექტი
გერგეტის მონასტრისკენ მიმავალი საავტომობილო გზის პროექტი - Sputnik საქართველო
გერგეტის მონასტრისკენ მიმავალი საავტომობილო გზის პროექტი

გზის დეტალური პროექტი უკვე მზადაა და სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. საპროექტო სამუშაოების ღირებულებამ 175 000 ლარი შეადგინა.

პროექტის დასრულების შემდეგ, ტურისტები, ადგილობრივი მოსახლეობა და მომლოცველები განახლებული და კომფორტული გზით მოძრაობას შეძლებენ, აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

© press-service of the Roads Department of Georgiaგერგეტის სამება, ყაზბეგი
გერგეტის სამება, ყაზბეგი - Sputnik საქართველო
გერგეტის სამება, ყაზბეგი

გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტების მხრიდან. აღნიშნული გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ყაზბეგის რაიონში ტურისტული პოტენციალის გაზრდას, ნათქვამია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0