თბილისიში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

© Sputnik / Levan Avlabreliგოგონა რიყის პარკში
გოგონა რიყის პარკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik სქართველოს კორესპონდენტი დაუნის სინდრომით დაავადებულ ადამიანთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. თბილისი, 21 მარტი — Sputnik. თბილისის ცენტრში, რიყის პარკში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები შეიკრიბნენ.

საქართველოში 21 მარტს, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავდნენ.

მთელი დღე ბაღში სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება ტარდებოდა. "მზის შვილები" განსაკუთრებით გაამხიარულა ყვითელმა ბუშტებმა, რომელიც თავად გაუშვეს ცაში.

© Sputnik / Levan Avlabreliრიყეზე დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
რიყეზე დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღე აღნიშნეს - Sputnik საქართველო
რიყეზე დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღე აღნიშნეს

"ყვითელი — ეს მზის ფერია, ჩვენ კი "მზის შვილები" ვართ, ამიტომ გადავწყვიტეთ ცაში ყვითელი ბუშტების გაშვება, რათა მათ გაანათონ ეს მოღრუბლული დღე", — უთხრა Sputnik-ს არასამთავრობო ორგანიზაცია "მზის შვილების" დამფუძნებელმა ინგა ლოლაძემ.

ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეძრომიალათ ხელოვნურ კლდეზე, ეხტუნათ ბატუტზე, გაეშვათ ცაში ქაღალდის ფრანები და დაეგემოვნებინათ ტკბილეული.

"ბევრი ვითამაშე კალათბურთი, ვიხტუნავე ბატუტზე, ძალიან მომეწონა. მთავრია, რომ ვნახე ჩემი მეგობრები, აქ ძალიან მხიარულება იყო", — მოგვითხრო 13 წლის გოგონამ დაუნის სინდრომით მარი ბერიკერაშვილმა.

რიყის პარკის ცენტრში ბავშვებისათვის სპეციალური სცენა იყო მოწყობილი, სადაც პატარა კონცერტიც გაიმართა.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნა რიყის პარკში
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნა რიყის პარკში - Sputnik საქართველო
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნა რიყის პარკში

"ყველამ უნდა გააკეთოს ამ ბავშვებისათვის ის, რისი გაკეთებაც შეუძლია და აი ჩვენც ყოველთვის მოვდივართ კონცერტზე, რომ გავართოთ ისინი", — თქვა მომღერალმა ვახტანგ ტატიშვილმა.

ღონისძიებას ორგანიზება "მზის შვილების" მშობლების მიერ დაარსებულმა არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებმა გაუწიეს.

ყველა ახალი ამბავი
0