მაღლაკელიძე: უცხოეთში პირველად რასაც ვაკეთებ არის ის, რომ ვსინჯავ უცნაურ კერძებს
"როცა საქართველოდან გავდივარ, უფრო და უფრო ვხვდები, რომ ჩემი ქვეყანა, ჩემი ქალაქი, ჩემი სახლი, ჩემი ოთახი ყველაზე მეტად მიყვარს ამ ქვეყანაზე. როცა აქ ვარ, ამ სიყვარულს ვერ ვამჩნევ", — ამბობს მაღლაკელიძე.
მისი თქმით, არ ერიდება ექსპერიმენტებს და ყველა ქვეყნის კერძებს აგემოვნებს. ხშირ შემთხვევაში ინგრედიენტებს ყიდულობს, საქართველოში ჩამოაქვს და შემდეგ თავად ამზადებს ამ კერძებს.