საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში - III ტურის მიმოხილვა

© EROVNULI LIGA"საბურთალოსა" და "ლოკომოტივის" შეხვედრა
საბურთალოსა და ლოკომოტივის შეხვედრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ უქმეებზე ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის III ტური გაიმართა, რომელიც გამოირჩეოდა გატანილი გოლების სიუხვით (ხუთ მატჩში გავიდა 14 გოლი) და აღინიშნა ეროვნული ლიგის ლიდერის შეცვლით.

ლიდერს დერბიში არ გაუმართლა

ეროვნულ ლიგის ამჟამინდელ სეზონში მხოლოდ ათი გუნდი გამოდის, აქედან სამი თბილისს წარმოადგენს. ამიტომ თბილისელებს საკმაოდ ხშირად მოუწევთ ე. წ. თბილისური დერბისთვის თვალყურის დევნა.

სწორედ ასეთი მატჩი გაიმართა 18 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. "საბურთალომ" ჩემპიონატის ლიდერს (მხოლოდ ორი ტურის შემდეგ, მაგრამ მაინც — ლიდერს) "ლოკომოტივს უმასპინძლა. მესხის სახელობის სტადიონი სწორედ "რკინიგზელების" საშინაო არენაა, მაგრამ ამჯერად ისინი სტუმრების რანგში გამოციდნენ.

"ლოკომოტივმა" ლიდერის სტატუსი დაადასტურა და პირველი ტაიმის შუა წუთებზე გოლი გაიტანა — საკუთარი კარში ბურთი ცოტნე ნადარაიამ გაიტანა.

მასპინძლები ამ ვითარებას ძალიან არ შეუშფოთებია, მათ თანასწორობა 17 წუთის შემდეგ აღადგინეს — თავი გამოიჩინა გუნდის კაპიტანმა გიორგი ხარაიშვილმა.

© ეროვნული ლიგასაფეხბურთო მატჩი საბურთალო - ლოკომოტივი 2-1
საფეხბურთო მატჩი საბურთალო - ლოკომოტივი 2-1 - Sputnik საქართველო
საფეხბურთო მატჩი საბურთალო - ლოკომოტივი 2-1

შესვენების შემდეგ გუნდები მეტოქის კართან უმნიშვნელო მომენტებს ქმნიდნენ. ერთ-ერთი ასეთი მომენტი კარის აღებით დასრულდა — 73-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ, რომელიც მოედანზე ერთი წუთის გასულიც არ იყო, "საბურთალოს" გამარჯვება მოუტანა — 2:1.

"ჩიხურამ" შანსი გამოიყენა

სატურნირო ცხრილის ლიდერობის შანსი "ჩიხურამ" გამოიყენა, რომელმაც მეორე დღეს ითამაშა და რა თქმა უნდა, "ლოკომოტივის" მარცხი მისთვის ცნობილი იყო.

საჩხერის კლუბმა ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლა და სიძნელეების გარეშე ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.

მასპინძლებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. მე-12 წუთზე გიორგი გაბედავამ პირველი გოლი გაიტანა.

"შუქურამ" საპასუხო გოლი შვიდ წუთში გაიტანა. გოლის ავტორია ირაკლი კეჟია. ეს გოლი ამჟამინდელ ჩემპიონატში "ჩიხურას" კარში გატანილი პირველი გოლია.

© ეროვნული ლიგასაფეხბურთო მატჩი ჩიხურა - შუქურა 3-1
საფეხბურთო მატჩი ჩიხურა - შუქურა 3-1 - Sputnik საქართველო
საფეხბურთო მატჩი ჩიხურა - შუქურა 3-1

მეორე ტაიმი ადგილობრივი გულშემატკივრისთვის ნამდვილად სასიხარულო აღმოჩნდა. "შუქურას" კარში გოლი 54-ე წუთზე ლევან კაკუბავამ გაიტანა, ხოლო 11 წუთში დუბლი გააფორმა გაბედავამ.

"დილას" პირველი გოლები გააქვს

ერთადერთი გუნდი ეროვნული ლიგის პირველი ორი ტურის შემდეგ, რომელსაც გოლი არ გაუტანია, "დილა" იყო, მაგრამ გორელებმა ეს მდგომარეობა გამოასწორეს და ბურთები სტუმრად, თბილისის "დინამოს" კარში გაიტანეს.

დედაქალაქის კლუბი რეორგანიზაციის სტადიაშია. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, ამიტომ იმაში, რომ კახა კაჭარავას გუნდის წევრები არასტაბილურ თამაშს აჩვენებენ, გასაკვირი არაფერია.

"დილასთან" შეხვედრა ამის ნათელი მაგალითია. მასპინძლები მე-19 წუთზე დაწინაურდნენ — ბაჩანა არაბულმა პირველი გოლი გაიტანა.

© DINAMOTBსაფეხბურთო მატჩი თბილისის დინამო - დილა, ბაჩანა არაბულის გოლი
საფეხბურთო მატჩი თბილისის დინამო - დილა, ბაჩანა არაბულის გოლი - Sputnik საქართველო
საფეხბურთო მატჩი თბილისის დინამო - დილა, ბაჩანა არაბულის გოლი

თუმცა უკვე სამ წუთში "დინამოელებმა" უხეში შეცდომა დაუშვეს. ამით ისარგებლა "დილამ" და თენგიზ ცისკარიძემ ანგარიში გაათანაბრა.

პირველ ტაიმში კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა იყო გია ჩადუნელის ყვითელი ბარათი. ის მხოლოდ ერთ ყვითელ ბარათს არ დასჯერდა და მეორე ტაიმში კიდევ ერთი "დაიმსახურა" და ამით თანაგუნდელები უმცირესობაში დატოვა.

© FC Dila Goriსაფეხბურთო მატჩი დინამო - დილა 1-2
საფეხბურთო მატჩი დინამო - დილა 1-2 - Sputnik საქართველო
საფეხბურთო მატჩი დინამო - დილა 1-2

სწორედ ამ შეცდომის დროს მეორე გოლი გაიტანა დათო კირკიტაძემ და "დილა" დააწინაურა.

დარჩენილ დროში თბილისელები მთელი ძალით ცდილობდნენ დამარცხებისგან თავის არიდებას, მაგრამ მათმა მცდელობამ შედეგი არ გამოიღო. უფრო მეტიც — "დინამომ" მატჩი ცხრა კაცის შემადგენლობით დაასრულა — ორი ყვითელი ბარათი მიიღო ოთარ კიტეიშვილმა და ის მინდვრიდან გააძევეს.

ერთი საფეხურით

"კოლხეთმა" სტუმრად "ტორპედოსთან" 1:2 წააგო. წაგებულის შემადგენლობაში თავი გამოიჩინა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა გიორგი ჯანელიძემ. თავდამსხმელისთვის ეროვნული ლიგის ამ სეზონში ეს უკვე მესამე გოლია.

© ეროვნული ლიგაჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი - გიორგი ჯანელიძე
ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი - გიორგი ჯანელიძე - Sputnik საქართველო
ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი - გიორგი ჯანელიძე

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "სამტრედიამ" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა — გასვლით მატჩში ბათუმის "დინამოს" 1:0 მოუგო.

III ტურის მატჩების შედეგები

თბილისის "დინამო" — გორის "დილა" 1:2

თბილისის "საბურთალო" — თბილისის "ლოკომოტივი" — 2:1

ბათუმის "დინამო" — სამტრედია" 0:1

საჩხერის "ჩიხურა" — ქობულეთის "შუქურა" — 3:1

ქუთაისის "ტორპედო" — ფოთის "კოლხეთი" 2:1

საქართველოს ჩემპიონატის IV ტურის მატჩები 1 და 2 აპრილს ჩატარდება, რადგან ამ უქმეებზე ევროპაში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურები გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0