საუბარია ყველაზე ძვირადღირებულ უძრავ ქონებაზე, რომელიც ოდესმე დარეგისტრირებულა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ეს 250 მილიონ დოლარად შეფასებული კერძო სახლია, რომელიც ლოს-ანჯელესის საუკეთესო რაიონში, ბელ-ეარში მდებარეობს.
სახლის პროექტი საქვეყნოდ ცნობილმა დიზაინერმა ბრიუს მაკოვსკიმ შეიმუშავა მავანი მილიარდერისთვის.
როგორც ჩანს, პროექტის ავტორს უბრალოდ სუპერმდიდრული სახლის შექმნა კი არ სურდა, არამედ ისეთისა, რომელიც ხელოვნების ნიმუშებს ტოლს არ დაუდებდა. ამიტომაც ის კერძო შეკვეთით დამზადებული მდიდრული ავეჯით გააწყო.
სახლში არის: 12 საძინებელი, 20-ზე მეტი სააბაზანო, 3 სამზარეულო, ბოულინგის დარბაზი, კინოთეატრი, 85 მ სიგრძის პაიზაჟური აუზი თავისი ბარით.
გარდა ამისა, სახლს, ასე ვთქვათ, თან მოყვება:
- ავტომობილების კოლექცია — 1930-იანი წლების როუდსტერებისა და 21-ე საუკუნის სუპერკარებისგან შემდგარი;
- ექვსი თანამშრომელი — რომელთა ორი წლის ხელფასი სახლის ღირებულებაში შედის.
ბრუს მაკოვსკი სახლთან ერთად მყიდველებს სთავაზობს: ხელოვნების 130 ნიმუშს, ვერტმფრენს და 12 ვტომობილისგან შემდგარ ფარეხს.
აღსანიშნავია, რომ "სახლს მოყოლებულ" ავტომობილებს შორისაა Mercedes-Benz 540K Von Krieger-ი — რომელიც 15 მილიონ დოლარზე მეტი ღირს, Mercedes-Benz 540K და Pagani Huayra.
ამ დიდებული სახლის აგებას 250 მშენებელი და ხელოსანი თითქმის 4 წელიწადს მოუნდნენ.
ამბობენ, რომ სახლის შეძენით უკვე ბევრი მილიარდელი დაინტერესდა და უზარმაზარი თანხის გადახდისთვისაც მზად არის. თუმცა Forbes-ის მონაცემებით, ასეთი სახლის შეძენის უფლებას თავს არცთუ ისე ბევრი მილიარდელი მისცემს.
მაგრამ მაკოვსკი დარწმუნებულია, რომ სახლთან დაკავშირებულ მეგა-იდეას წარმატებით განახორციელებს, ვინაიდან სწამს:
"ადამიანები სიცოცხლის ნახევარზე მეტს სახლში ატარებენ, ამიტომ იქ ოაზისი უნდა ჰქონდეთ!"