მილიარდერი დევიდ როკფელერი გარდაიცვალა

© AP Photo / Michael C. Yorkდევიდ როკფელერი
დევიდ როკფელერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დევიდ როკფელერი - პირველი დოლარის მილიონერის შვილიშვილი ორშაბათს, ნიუ-იორკის შტატში, თავის სახლში გარდაიცვალა.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. მილიარდერი დევიდ როკფელერი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა. მილიარდერის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ ლეგენდარული დინასტიის წარმომადგენლი მშვიდად მიიცვალა ძილში, თავის სახლში, პატარა ქალაქ პოკანტიკო-ხილსში (ნიუ-იორკის შტატი), იტყობინება საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" სააგენტო "ასოშეიტედ პრესზე" დაყრდნობით.

დევიდ როკფელერი კომპანია Standard Oil-ის და ისტორიაში პირველი დოლარის მილიონერის ჯონ დევიდსონ როკფელერი შვილიშვილია. იგი ნიუ-იორკში 1915 წლის 15 ივნისს დაიბადა. დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი, სწავლობდა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკის სკოლაში, დაცული ჰქონდა ეკონომიკის დოქტორის წოდება ჩიკაგოს უნივერსიტეტში.

Forbes-ის მონაცემებით, დევიდ როკფელერის ქონება 3,3 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული და იგი ყველაზე ხნიერი მილიარდერი იყო მსოფლიოში.

ყველა ახალი ამბავი
0