დაუნის სინდრომის მქონე პირებს საქართველოს პრეზიდენტის სასახლემ უმასპინძლა

© FB / PresidentMargvelashviliდაუნის სინდრომის მქონე ბავშვები პრეზიდენტის სასახლეში
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები პრეზიდენტის სასახლეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდებმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს და პრეზიდენტსა და პირველ ლედის შეხვდნენ.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ პრეზიდენტის სასახლეში დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდებს უმასპინძლეს, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის პრეს–სამსახურის განცხადებაში.

გამართული მიღება მიეძღვნა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანის საერთაშორისო დღეს (World Down Syndrome Day), რომელიც ყოველწლიურად 21 მარტს აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში იმართებოდა სხვადასხვა ღონისძიებები, რომელიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ამ ბავშვების საზოგადოებრივ ინტეგრაციას ემსახურება.

© პრეზიდენტის პრესსამსახურიდაუნის სინდრომის მქონე ბავშვები პრეზიდენტის სასახლეში
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები პრეზიდენტის სასახლეში - Sputnik საქართველო
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები პრეზიდენტის სასახლეში

სასახლეში ექსკურსიის შემდეგ მარგველაშვილმა ახალგაზრდებს სამუშაო კაბინეტში თავად უმასპინძლა და მათი უფლებების შესახებ ესაუბრა.

პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ახალგაზრდებს საჩუქრად საქართველოს კონსტიტუცია და წიგნის ვაუჩერები გადასცეს.

დაუნის სინდრომი — ბუნებრივად განვითარებადი თანდაყოლილი გენური პათოლოგიის ერთ–ერთი ფორმაა, რომელიც მსოფლიოს ყველა რეგიონშია გავრცელებული და მეტწილად მოტორიკის, ფიზიკური მახასიათებლებისა და ჯანმრთელობის ცვლილებებს იწვევს.

ყველა ახალი ამბავი
0