სამშაბათი, 21 მარტი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა და ცვალებადი ღრუბლიანობა, მთაში — თოვლი. ქარი დასავლეთით წამში 10–15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, ზოგან კი შესაძლოა წამში 20–25 მეტრამდე გაძლიერდეს.
დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 0–5 გრადუსი სითბო, დღისით — 6–11. მაღალ მთაში ღამით მინუს 6–1 გრადუსი იქნება, დღისით — მინუს 4 — პლუს 1.
აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 0–5 გრადუსი სითბო, დღისით — 7–12. მაღალ მთაში ღამით მინუს 10–5 გრადუსი იქნება, დღისით — მინუს 5–0.
თბილისში დროგამოშვებით მოსალოდნელია მომატებული ღრუბლიანობა და, ძირითადად, უნალექო ამინდი. ქარის ძალა ხანდახან წამში 20–25 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს. ღამით 3 გრადუსი სითბო იქნება, დღისით — 10.
ოთხშაბათი, 22 მარტი
წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მთაში მოთოვს. ქვეყნის ტერიტორიაზე ქარი წამში 10–15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.
დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 0–5 გრადუსი სითბო, დღისით — 8–13. მაღალ მთაში ღამით მინუს 10–5 გრადუსი იქნება, დღისით — 0 პლუს 5.
აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 0 პლუს 5 გრადუსი, დღისით — 8–13 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით მინუს 9–4 გრადუსი იქნება, დღისით — მინუს 4 პლუს 1.
თბილისში დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობა, დღისით მცირე წვიმა. ქარი წამში 10–15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. ღამით 2 გრადუსი სითბო იქნება, დღისით — 12.