ხულოს საბავშვო სტუდია თელ-ავივის თეატრალური ფესტივალისთვის ემზადება

© FB/ხულოს თეატრალური ბავშვთა სტუდიახულოს თეატრალური ბავშვთა სტუდია
ხულოს თეატრალური ბავშვთა სტუდია - Sputnik საქართველო
გამოწერა

16 მარტს, ხულოს თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრალურ სტუდიაში შედგა პრემიერა სპექტაკლისა „ვარიაცია წითელქუდას თემაზე“, რომლის დადგმა  აჭარის დამსახურებულმა არტისტმა, ვახტანგ გიგინეიშვილმა განახორციელა.

სტუდიის მსახიობები ამავე დაბის საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. ხულოს თოჯინებისა და მოზარდ მაყურებლის საბავშვო სტუდიის ხელმძღვანელს, რამაზ ბოლქვაძეს ხულოში დავუკავშირდით.

— ბატონო რამაზ, როდის ჩამოყალიბდა თქვენი სტუდია?

— გასულ წელს აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ წარდგენილი იყო პროექტი სასკოლო კლუბების ხელშეწყობის პროგრამა, სადაც დაბა ხულოს საჯარო სკოლამაც მიიღო მონაწილეობა. ჩვენ ჩავატარეთ კასტინგი, რის შედეგადაც თეატრალური ნიჭით დაჯილდოებული 12 ბავშვი ავარჩიეთ.

რამაზ ბოლქვაძე: „ჩვენს თეატრში იყო პრემიერა „ვარიაცია წითელქუდას თემაზე“

გასულ წელს დავდგით „ბრემენელი მუსიკოსები“, რომლის პრემიერამ წარმატებით ჩაიარა. ამის შემდეგ გაჩნდა სტუდიის გახსნის იდეა, რითიც ხულოს რაიონის მუნიციპალიტეტი დაინტერესდა. მოკლედ გადაწყდა რომ ჩამოყალიბდებოდა თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა თეატრალური სტუდია. უკვე შედგა პრემიერა სპექტაკლისა „ვარიაცია წითელქუდას თემაზე“, რომელიც აჭარის დამსახურებული არტისტმა, ვახტანგ გიგინეიშვილმა დადგა. ამ სტუდიის მუშაობით თავად ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაა დაინტერესებული. თეატრალური სტუდია გამგეობამ დააფინანსა, მან დაუშვა სამი საშტატო ერთეული, მოკლედ ჩვენ რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტის წინაშე დავდექით.

— სტუდიის სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

— სამომავლოდ გეგმა ბევრი გვაქვს. ვსარგებლობ შემთხვევით და ყველას მადლობა მინდა ვუთხრა თანადგომისთვის. ამ საპრემიერო სპექტაკლის შემდეგ ვიწყებთ მუშაობას საბავშვო სპექტაკლზე „პანტიკო“, რომელიც გვინდა, რომ ისრაელში, თელ- ავივის ბავშვთა თეატრალურ ფესტივალზე გავიტანოთ. მოკლედ, ამ ეტაპზე ასეთია ჩვენი სურვილები და იმედია, სტუდია ბავშვებისა და მოზარდებისთვის საყვარელ ადგილად იქცევა და მის თეატრალურ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0