თბილისი, 19 მარტი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, რომ თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები. ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება სურსათით ინტოქსიკაციის რისკი.
„განსაკუთრებით საშიშია არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში მაღალი რისკის შემცველი სურსათის —ხორცის და ხორცპროდუქტების, თევზის, რძის და რძის ნაწარმის, კვერცხის, მალფუჭებადი საკონდიტრო პროდუქტების შეძენა.“- აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო თავის ოფიციალურ საიტზე.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არასაიმედო პირობებში განთავსებული სურსათი მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.