ახლავე შეწყვიტეთ, ანუ არასდროს დაუშვათ, რომ...

© FL/ thematthewknotახლავე შეწყვიტეთ!
ახლავე შეწყვიტეთ! - Sputnik საქართველო
გამოწერა

არსებობს რაღაც ისეთები, რომლებიც არასდროს არ უნდა დაუშვათ — არც თავად ჩაიდინოთ და არც სხვებს მისცეთ ამის უფლება.

სწორედ ამის შემდეგ დალაგდება თქვენი ცხოვრება, სწორედ ამის შემდეგ მოგეპყრობიან ადამიანები პატივისცემით.

არასდროს დაუშვათ, რომ:

  • გარშემომყოფებმა მიგითითონ, როგორ იცხოვროთ, რა ჩაიცვათ, ვის შეხვდეთ ან რა მიირთვათ

არ მისცეთ უფლება არავის, ისარგებლოს თქვენი ენერგიით. თავი აარიდეთ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობას და არ მისცეთ მათ ნეგატივს უფლება, შემოიჭრას თქვენს ცხოვრებაში.

  • ვინმე თქვენს პირად ცხოვრებაში ჩაერიოს

მოერიდეთ ჭორიკნებთან და ისეთ ხალხთან ურთიერთობას, რომლებსაც არაფერი ესაქმებათ თქვენთან.

  • ვინმემ თქვენს ოცნებებს დასცინოს

გარს მხოლოდ ისეთი ადამიანები შემოიკრიბეთ, ვინც უკვე აისრულა ოცნება და დარწმუნებულია მათ ძალაში.

  • ვინმემ გაგასულელოთ

არ მისცეთ მეორე შანსი ადამიანებს, რომლებმაც ერთხელ უკვე გიღალატეს და არ ენდობით. არ მიაქციოთ ყურადღება მათ ფიცს — ნუ მოიტყუებთ თავს.

  • ვინმემ ისეთი რჩევა მოგცეთ, რომელიც არაფერში გჭირდებათ

ნუ მოუსმენთ ადამიანს, რომელიც საკუთარ სიტყვებს საქციელით არ ამყარებს. თუ მან ის არ იცის, თავად მისთვის რა სჯობს, თქვენ რა უნდა გასწავლოთ?

  • ვინმემ თქვენი წარუმატებლობა და ჩავარდნა გაგახსენოთ

სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც კარგად მაშინ გრძნობენ თავს, როდესაც სხვებს ამცირებენ. ან გაეცალეთ ასეთ ადამიანებს, ან აუკრძალეთ ასეთი საქციელი.

  • თავი უსარგებლოდ იგრძნოთ

არ იმეგობროთ ისეთებთან, ვინც გიმტკიცებთ,  რომ რთული ადამიანი ხართ და უნდა შეიცვალოთ. იმეგობრეთ ისეთებთან, ვინც თქვენი ნაკლის მიუხედავად, პატივს გცემთ.  

  • ვინმემ თქვენი სიკეთით ისარგებლოს

ნუ მისცემთ უფლებას ადამიანებს, დრო წაგართვან და უბრალო მოცემულობად აღგიქვან.

  • უარი გათქმევინონ ჰობიზე

არავისი საქმე არ არის, რა გიტაცებთ და რა მოწოდება გაქვთ. ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.

  • წნეხში მოიქციოთ თავი

ადამიანებს უყვართ რაღაც ვადების დათქმა. არასდროს შეიზღუდოთ თავი დროითი ჩარჩოებით. გააკეთეთ ის, რაც თქვენზეა დამოკიდებული, დანარჩენს კი სამყარო თავად მიხედავს.

  • ვინმემ რაღაც იარლიყი მოგაკრათ

ემოციური, არანორმალური, მერყევი, რთული… ადამიანები გიჟდებიან იარლიყების მიწებებაზე, მაგრამ ვალდებული არ ხართ, ითმინოთ ეს.

  • ვინმემ უარი გათქმევინოთ გეგმებზე

რისკი და რწმენა აუცილებელია. ნუ გაუზიარებთ თქვენს იდეებსა და გეგმებს ისეთებს, ვისაც მათი გაგება არ ძალუძთ.

  • დაიდანაშაულოთ თავი სხვების შეცდომის გამო

ნუ იქცევით განტევების ვაცად სხვების გამო. ყველამ საკუთარ ცოდვაზე აგოს პასუხი.

  • ვინმემ აუცილებელზე მეტი ადგილი დაიკავოს თქვენს ცხოვრებაში

ასე შეიძლება უნებლიედ იმედი გაგიცრუონ და თქვენს ცხოვრებაზე გავლენაც კი მოახდინონ. არასდროს შეეგუოთ წნეხს.

ყველა ახალი ამბავი
0