თბილისის მერიამ გარემოვაჭრეებთან ბრძოლა დაიწყო — აღმაშენებლის გამზირი სუფთავდება

© Мэрия Тбилисиთბილისის მერიამ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დემონტაჟი დაიწყო
თბილისის მერიამ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დემონტაჟი დაიწყო - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1536 მუხლის შესაბამისად, თბილისის ტერიტორიაზე გარევაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე დაუშვებელია.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. თბილისის მერიამ გარემოვაჭრეების წინააღმდეგ ღონისძიებები წამოიწყო, საქალაქო სამსახურებმა დილიდან დაიწყეს აღმაშენებლის გამზირზე არსებული უკანონო კონსტრუქციების დემონტაჟი.

„აღნიშნული მოთხოვნით, დედაქალაქის მთავრობას, რაიონულ გამგეობებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს არაერთხელ მიმართეს მოქალაქეებმა. გარდა იმისა, რომ ქმედება კანონსაწინააღმდეგოა, მოქალაქეები და დედაქალაქის სტუმრები შექმნილ პრობლემებზეც საუბრობენ“, — ნათქვამია ქალაქის მერიის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

პრობლემებს შორისაა: შეფერხება გადაადგილებისას, უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვის ხელშეშლა, ანტისანიტარია, მალფუჭებადი პროდუქტის შენახვის პირობების დაუცველობა, გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ქალაქში არსებული ტურისტული ზონებისა და თბილისის იერსახის დამახინჯება.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1536 მუხლის შესაბამისად,  თბილისის ტერიტორიაზე გარევაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე დაუშვებელია.

მერიის განცხადებით, გარემოვაჭრეები ამის თაობაზე არაერთხელ გააფრთხილეს, მაგრამ  „მათი მხრიდან აღნიშნული ქმედება ამ დრომდე არ აღკვეთილა“.
შესაბამისად, მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებს დღეს დილიდან საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ მიეცათ.

უახლოეს მომავალში ანალოგიური ღონისძიებები ეტაპობრივად განხორციელება დედაქალაქის მასშტაბით.

თბილისის მერია ხაზს უსვამს, რომ „ითვალისწინებს მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას და მათ საქმიანობის გაგრძელებას სხვადასხვა სავაჭრო სივრცეში სთავაზობს“.

დედაქალაქის მთავრობა ამ დროისათვის მოლაპარაკებებს აწარმოებს ბაზრობების დირექტორებთან, რათა პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ბაზრობებმა გარემოვაჭრეებს შესაბამისი სავაჭრო დახლები უფასოდ მისცენ. 

ყველა ახალი ამბავი
0