გარდაიცვალა ჩაკ ბერი — როკ-ნ-როლის ერთ-ერთი ფუძემდებელი

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიჩაკ ბერი
ჩაკ ბერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩაკ ბერი ავტორია ისეთი ჰიტებისა, როგორებიცაა: Roll Over Beethoven და Maybellene.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ცნობილი ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, როკ-ნ-როლის ერთ-ერთი ფუძემდებელი ჩაკ ბერი შაბათს სენტ-ჩარლზის საგრაფოში მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა, იუწყება Sputnik International ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით.

ჩაკ ბერი ავტორია ისეთი ჰიტებისა, როგორებიცაა: Roll Over Beethoven და Maybellene.

პოლიციის განცხადებით, სასწრაფო დახმარებამ მყის ირეაგირა გამოძახებაზე, მაგრამ ადგილზე მისულებს ბერი უგონოდ დახვდათ და მომღერლის მდგომარეობიდან გამოყვანა აღარ მოხერხდა.

„სენტ-ჩარლზის საგრაფოს პოლიცია მწუხარებით ადასტურებს ჩარლზ ედვარდ ანდერსონ ბერი-უფროსის გარდაცვალებას, რომელიც ცნობილია როგორც ლეგენდარული მუსიკოსი ჩაკ ბერი“, — დაწერა პოლიციის განყოფილებამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

ჩაკ ბერი 90 წლისა იყო.

ყველა ახალი ამბავი
0