საფრანგეთის ქალაქ ორლის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა, ადგილზე სპეცრაზმი მუშაობს

© photo: Sputnik / ნატალია სელივესტროვა / გადასვლა მედიაბანკშიორლის აეროპორტი
ორლის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხედრო პატრულს უცნობი პირი დაესხა თავს, რომელსაც სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს და ადგილზე გაანეიტრალეს.

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საფრანგეთის ქალაქ ორლის აეროპორტში მყოფ სამხედრო პატრულს უცნობი პირი დაესხა თავს, რომელსაც სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეარხ BFMTV-ზე დაყრდნობით.

​წინასწარი მონაცემებით, უცნობი მამაკაცი ცდილობდა იარაღი წაერთმია სამხედროსთვის, რომელიც ოპერაცია Sentinelle-ს ფარგლებში იცავდა უსაფრთხოებას აეროპორტში. რის შემდეგაც სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს და თავდამსხმელი გაანეიტრალეს.

ამ დროისათვის ტერმინალი Orly Sud ევაკუირებულია, ადგილზე პოლიციის სპეცრაზმი მუშაობს, რათა დაადგინოს, ხომ არ ჰყავდა თავდამსხმელს თანამოაზრეები.

Cerné bouclé

Публикация от @afnay Мар 18 2017 в 12:50 PDT

 

გარდა ამისა, აეროპორტში გამოცხადდა გამნაღმველთა სამსახურიც.

„გამნაღმველები აეროპორში იმის დასადგენად არიან, ეკეთა თუა არ თავდამსხმელს ასაფეთქებელი მოწყობილობა სხეულზე“, — იუწყება ტელეარხი.

ყველა ახალი ამბავი
0