თბილისი, 17 მარტი — Sputnik. პოლიციამ ცხელ კვალზე მამაკაცი დააკავა, რომელსაც ბრალად ედება სოფელ ზეინდარში საკუთარი მამის მკვლელობა. შვილმა მამას სანადირო თოფიდან ესროლა.
მასმედიის ინფორმაციით, მამა-შვილს კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ.
„ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მკვლელობიდან რამდენიმე წუთში ბრალდებული დააკავა. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მკვლელობის იარაღი“, — ციტირებს სააგენტო Новости-Гурзия შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
სისხლის სამართლის საქმე „განზრახ მკვლელობის“ მუხლითაა აღძრული.