გარაყანიძე: არც მიფიქრია, წიგნის თემაზე გაკეთებული სამკაული ასეთი წარმატებული თუ იქნებოდა
„ვქმნით წიგნის ფორმის ყელსაბამებს, ჩანთის საკიდებს, ე.წ. ბრელოკებს, სამაჯურებს, საათებს, ასევე წიგნის ფორმის ჩანთებს. ეს ჩვენი ახალი პროდუქტია. თვენახევარია, რაც წიგნის ფორმის ჩანთები შევკერეთ“, — ამბობს გარაყანიძე.
ნინო გარაყანიძემ ხელნაკეთი სამკაულების შექმნა შვილებთან და მეუღლესთან ერთად დაიწყო. მისი თქმით, ვერც წარმოიდგენდა, თუ წიგნის თემაზე შექმნილი სამკაული ასეთი პოპულარული გახდებოდა.