საქართველოს იუსტიციის მინისტრი მალე დედა გახდება

© photo: Sputnikიუსტიციის მინისტრი
იუსტიციის მინისტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იუსტიციის მინისტრის მოვალეობებს ორი თვის განმავლობაში ალექსანდრე ბარამიძე შეასრულებს.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ორი თვით დეკრეტულ შვებულებაში გავიდა, მის მოვალეობებს ამ პერიოდში პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე შეასრულებს, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

იუსტიციის მინისტრი გასული წლის დეკემბერში გათხოვდა. მისი რჩეულია ნუგზარ კაკულია, რომელიც ადრე იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორად მუშაობდა.

ალექსანდრე ბარამიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ 2012 წლის ნოემბერში დაინიშნა, ხოლო 2013 წლის ნოემბერში პირველი მოადგილე გახდა. გარდა ამისა, ბარამიძე იუსტიციის სამინისტროს საპარლამენტო მდივანია.

ყველა ახალი ამბავი
0