"ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეებმა თბილისში აქცია გამართეს

გამოწერა

სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა მიტინგი.

"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულმა პირებმა საქართველოს კანცელარიასთან ხმაურიანი აქცია გამართეს. მომიტინგეების თქმით, მათ არ მიუღიათ კომპენსაცია და მათ პრობლემებზე მთავრობა ყურადღებას არ ამახვილებს.

აქციის მონაწილეები მიტინგზე "ვუზუზელებს" იყენებდნენ, რომ პროტესტი რაც შეიძლება ხმამაღლა დაეფიქსირებინათ. მომიტინგეები გამვლელებს ფლაერებს ურიგებდნენ მასშტაბურ აქციაზე მოსაწვევად, რომელიც 19 მარტს 14:საათზე პარლამენტის შენობის წინ ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0