ამინდი საქართველოში: მთაში მოთოვს

© Photo: сourtesy of Elizabeth Joudroსვანეთი ზამთარში
სვანეთი ზამთარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უქმეებზე საქართველოში ძირითადად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, მთაში მოთოვს.

შაბათი, 18 მარტი

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ღამით ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, დღისით მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში — თოვლი. იწვიმებს ღამით აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, დღისით კი — უმეტეს რაიონში.

ზოგან მოსალოდნელია ელჭექი და ნისლი. მაღალ მთაში მოთოვს. ქარი დასავლეთში წამში 10–15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, აღმოსავლეთში წამში 17–22 მეტრამდე გაძლიერდება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 1–6 გრადუსი სითბო, დღისით — 8–13. მაღალ მთაში ღამით მინუს 5–0 გრადუსი იქნება, დღისით — მინუს 1 პლუს 4.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 0 პლუს 5 გრადუსი, დღისით — 10–15. მაღალ მთაში ღამით მინუს 9–4, დღისით — 0–5 გრადუსი სითბო იქნება.

თბილისში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, მცირე წვიმა და ნისლი. ქარი წამში 17-22 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს. ღამით 4 გრადუსი სითბო იქნება, დღისით — 12.

კვირა, 19 მარტი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ღამით მთაში მოთოვს, ზოგან ძლიერად. ქარი ქვეყნის ტერიტორიაზე წამში 17–22 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 1–6 გრადუსი სითბო, დღისით — 14–19. მაღალ მთაში ღამით მინუს 7–2 გრადუსი იქნება, დღისით — 3–8 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 0 პლუს 5 გრადუსი, დღისით — 13–18. მაღალ მთაში ღამით მინუს 8–3, დღისით — 3–8 გრადუსი სითბო იქნება.

თბილისში ღამით მოსალოდნელია წვიმა, დღისით ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა. ქარი დედაქალაქში წამში 17–22 მეტრამდე გაძლიერდება. ღამით პლუს 4 გრადუსი იქნება, დღისით — 16.

ორშაბათი, 20 მარტი

ღამით დასავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. დღისით უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში — თოვლი და ქარბუქი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, მაღალ მთაში — თოვლი და ქარბუქი. ქარი ქვეყნის ტერიტორიაზე წამში 20–25 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 3–8 გრადუსი სითბო, დღისით — 8–13. მაღალ მთაში ღამით მინუს 6–1 გრადუსი იქნება, დღისით — 0 — პლუს 5 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 1 პლუს 4 გრადუსი, დღისით — 14–19. მაღალ მთაში ღამით მინუს 10–5, დღისით — მინუს 1 — პლუს 4 გრადუსი იქნება.

თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ღამით ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, დღის ბოლოს ხანმოკლე წვიმა არის მოსალოდნელი. ქარი დედაქალაქში წამში 10–15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით წამში 20–25 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს. ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება 3 გრადუსი სითბო, დღისით — 17.

ყველა ახალი ამბავი
0