ზაზა პაპიძე: ბათუმის მოვლენების დროს დაკავებული ყველა პირი დაიკითხა
„ყველა დაკავებული დაკითხულია. მიდის ძიება. ჯერ არ არის ბრალი წარდგენილი. სავარაუდოდ, ვფიქრობთ და ჩვენი ვარაუდია, რომ მათ ხუთდღიანი პატიმრობის ვადის გასვლამდე წარუდგენენ ბრალს“, — განაცხადა პაპიძემ.
11 მარტს ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ბათუმის ცენტრში მასობრივ არეულობებში, რის შედეგადაც დაშავდა ათობით ადამიანი, დაიწვა მანქანები და დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო დამცველის მიერ გასაჯაროებული მონაცემებით დაადასტურა, რომ 11–12 მარტის მოვლენების დროს მოხდა 75 ადამიანის დაკავება.