თბილისში გაიხსნა თანამედროვე ხელოვნების გამოფენა "სხვაგვარად ვიდრე ყოველთვის"

© FB / Goethe-Institut Georgienთანამედროვე ხელოვნების გამოფენა
თანამედროვე ხელოვნების გამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენაზე წარმოდგენილია 148 ნამუშევარი, რომელიც დამთვალიერებელს დააფიქრებს ჩვეულებრივი წარმოდგენებისა და ტრადიციული შეხედულებების შესახებ.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრების გამოფენა "სხვაგვარად ვიდრე ყოველთვის. თანამედროვე დიზაინი და ჩვეულების ძალა" იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმ "ქარვასლაში" გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში მომუშავე დიზაინერების, ასევე დიზაინერთა ჯგუფების მიერ შექმნილი 148 ნამუშევარი. თავისუფალი სტილისტიკის პროექტების კონსტრუქცია, ფუნქციური და შინაარსობრივი დატვირთვა ძალიან მრავალფეროვანია.

"წარმოდგენილი ნამუშევრები არა მხოლოდ გაკვირვებას იწვევენ დამთვალიერებელში, არამედ დააფიქრებენ მას მიღებულ, ჩვეულ წარმოდგენებზეც, ტრადიციულ აზრზე. ირღვევა ჩვეულების ძალა, რაც განაპირობებს საფუძვლიან, სოციოკულტურულ ცვლილებებს ყოველდღიურ ცხოვრებაში: ეს ეხება ისეთ რეალობას, როგორიცაა მიგრაცია, ცვლილებები კვების ჩვეულებებში და სხვა მრავალი", — ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

თბილისის ხედი ზამთარში Expo Georgia-ს ტერიტორიიდან - Sputnik საქართველო
თბილისში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიმართება

გამოფენა "სხვაგვარად ვიდრე ყოველთვის" აქტუალურია თანამედროვე ხელოვნების სივრცის გაფართოების და მისი მრავალსახოვნების თვალსაზრისით.

ექსპოზიცია იმართება საქართველო-გერმანიის ურთიერთობების იუბილეს ფარგლებში, რადგან სქართველო და გერმანია 2017 წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ. გარდა ამისა, წელს საქართველოში გერმანული დასახლების ორასი წლისთავი აღინიშნება.

ყველა ახალი ამბავი
0