საქართველოს პრემიერს ახალი მრჩეველი ჰყავს

გამოწერა
დავით კირვალიძეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა ორჯერ ეკავა.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. დავით კირვალიძე სოფლის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა.

შესაბამის ბრძანებას პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

კირვალიძე ამერიკული ორგანიზაცია CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრია. ორგანიზაცია ახორციელებს აშშ-ის მთავრობის პროექტებს 20-ზე მეტ ქვეყანაში. 2006 წლიდან დღემდე კომპანიამ დაახლოებით ათი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

კირვალიძე სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორია. კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. მას ორჯერ ეკავა სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტი, იყო საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

 

ყველა ახალი ამბავი
0