თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პარიზის ოფისში მომხდარ აფეთქებას, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა, ტერაქტი უწოდა, იუწყება Sputnik France.
აფეთქდა საეჭვო ამანათი, რომელშიც, სავარაუდოდ, პიროტექნიკური საშუალება იყო. აფეთქების შედეგად ერთმა ქალმა ხელებისა და სახის მსუბუქი დაზიანებები მიიღო. უსაფრთხოების მიზნით შენობიდან რამდენიმე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
Letter bomb explodes at IMF’s Paris office day after low-grade explosives sent to German… https://t.co/zS4BfhM1N7 pic.twitter.com/AnXyHB4Bo0
— nigmatv- english (@nigmatv) 16 марта 2017 г.
პარიზის პოლიციის პრეფექტმა მიშელ კადომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბოლო დღეებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისამართით სატელეფონო მუქარები ისმოდა, მაგრამ რადგან ეს რეგულარულად ხდება, ინციდენტსა და ამ ზარებს შორის კავშირი დადგენილი ჯერჯერობით არ არის.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მომხდარ აფეთქებას ტერაქტი უწოდა.
„ჩვენ ტერორისტულ აქტთან გვაქვს საქმე. სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს ვითარებას, როდესაც კონვერტში ასაფეთქებელი ნივთიერებაა“, — განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს დამნაშავეების გამოსავლენად და დასასჯელად.
#FMI bouclé pic.twitter.com/0bnzwsouQN
— Guillaume (@CM_Hamilton) 16 марта 2017 г.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმაც გაავრცელა, იუწყება РИА Новости.
„მე ვგმობ ძალადობის ამ ლაჩრულ აქტს. ამ ინციდენტის გამოძიების მიზნით საფრანგეთის ხელისუფლებასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი თანამშრომლები უსაფრთხო გარემოში იმყოფებიან“, — განაცხადა ლაგარდმა.