ჩაისა და ყავის საფასურის გადახდა თბილისში პოეზიით იქნება შესაძლებელი

© photo: Sputnikჩაის სახლ-მუზეუმი
ჩაის სახლ-მუზეუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩაისა და ყავის საფასურის გადახდა თბილისში პოეზიით - უბრალოდ, სპეციალურ ბლანკზე ლექსის დაწერით იქნება შესაძლებელი.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. პოეზიის მსფოლიო დღისადმი მიძღვნილი აქცია "გადაიხადე ლექსით" თბილისში 20-21 მარტს გაიმართება.

აქციის ფარგლებში ნებისმიერ მსურვცელს 10:00-დან 22:00 საათამდე შეუძლია ეწვიოს თბილისურ ერთ-ერთ კაფეს, შეუკვეთოს ყავა ან ჩაი და ამისთვის საფასური ლექსით გადაიხადოს.

შეყვარებული ჩიტები - Sputnik საქართველო
ტესტი: რამდენად კარგად იცნობთ ქართულ სასიყვარულო პოეზიას

ლექსი დაწესებულების საფირმო სტილში გაფორმებულ სპეციალურ ბლანკზე უნდა დიაწეროს.

ორგანიზატორები სტუმრებს შემოქმედებაში არ ზღუდავენ. "საფასურის" სახით მიიღებენ ნებისმიერ ლექსს — საკუთარს (მათ შორის ექსპრომტად ნათქვამს) ან ცნობილი პოეტის, ლირიკულსა და სახუმაროს, რითმიანსა თუ თეთრ ლექსს.

თბილისური კაფეების სია, სადაც პოეზიით ჩაისა და ყავის საფასურის გადახდა შეიძლება >>>

პოეზიის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 21 მარტს აღინიშნება. აქციის "გადაიხადე ლექსით" ელჩი თბილისში ცნობილი ქართველი პოეტი და მწერალი დავით დეფი გახდა. კამპანიის ფარგლებში 21 მარტს ერთ-ერთ კაფეში დეფის საღამო გაიმართება, სადაც ის წაიკითხავს ფრაგმენტებს თავისი პოემიდან "მეფე პოეტი".

აქცია ტრადიციულად მთელ მსოფლიოში იმართება. პირველად ის 2013 წელს რუმინეთში ჩატარდა, ამის შემდეგ ეს უჩვეულო ტრადიცია სხვა ქვეყნებმა აიტაცეს.

ყველა ახალი ამბავი
0