უჩვეულო ვედრება უფლისადმი, ანუ გონიერი ადამიანის ლოცვა

© FB/ Ninac26მამაკაცი ლოცვისას
მამაკაცი ლოცვისას - Sputnik საქართველო
გამოწერა

ეს ლოცვა ცნობილ პუბლიცისტს, პროზაიკოსსა და კრიტიკოსს დანიილ დანინს (ნამდვილი გვარი – პლოტკე) აღმოუჩენია ერთ-ერთ ინგლისურ ჟურნალში.

თავად უთარგმნია და მწერალ იური გერმანისთვის გაუგზავნია. მას კი კედელზე გაუკრავს ეს საოცარი ვედრება უფლისადმი.

გერმანი 2000 წელს გარდაიცვალა, მაგრამ ლოცვა დღესაც მისი ბინის კედელზეა გამოკრული.

აი ისიც:

  • უფალო, შენ უკეთ უწყი, რომ მალე მოვხუცდები. დააოკე საბედისწერო ჩვევა ჩემში — ვიფიქრო, თითქოს ვალდებული ვარ აზრი გამოვთქვა ნებისმიერ თემაზე.   
  • მიხსენ მე მისწრაფებისგან, ჩავერიო ყველა საქმეში ვითომდა რამის გამოსასწორებლად ან გასაუმჯობესებლად. მქმენ მე დაფიქრებულად და არა უგუნურად, სარგებლის მომტანად და არა დესპოტად.
  • დამიცავი ცთუნებისგან – დაწვრილებითა და გაუთავებლად ვთხრობდე წვრილმანებს. დაბეჭდე ბაგენი ჩემი, თუ სნეულებაზე საუბარი მომინდა. დაავადებები გვემატება, მათზე გაუთავებლად ლაპარაკი კი სულ უფრო ტკბილი ხდება.
  • ვერ ვბედავ გთხოვო, გამიუმჯობესო მეხსიერება, მაგრამ გევედრები, შემმატე კეთილმოსურნეობა, დააოკე ჩემი თავდაჯერებულობა, როცა ჩემი მეხსიერება სხვათა მეხსიერებას შეეჯახება. ერთს გევედრები, უფალო, არ დამინდო, როცა ჩემთვის ბრწყინვალე გაკვეთილის სწავლების შესაძლებლობა მოგეცემა, რათა დამიმტკიცო, რომ მეც შეიძლება ვცდებოდე…
  • თუ ჩემში გულითადობის ნატამალი სუფევს, შემინარჩუნე ეს უნარი…
  • მასწავლე აღმოვაჩინო სიკეთე იქ, სადაც მას არავინ ელის, და გამოვიცნო მოულოდნელი ნიჭი სხვა ადამიანებში…
ყველა ახალი ამბავი
0