თბილისის ცენტრს დეკორატიული ბუჩქებით მორთავენ

© FB / Мэрия Тбилисиრუსთაველის გამზირის გამწვანება
რუსთაველის გამზირის გამწვანება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ცენტრალურ გამზირზე დეკორატიული ბუჩქების დაახლოებით ათას ნერგს დარგავენ.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. რუსთაველის გამზირს დეკორატიული ბუჩქებით დაამშვენებენ — პროცესი მარტის ბოლოს დასრულდება, განაცხადეს ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის პრეს-სამსახურში.

სულ რუსთაველის გამზირზე ღვიის, ტუიის, ჯუჯა ფოტინიების, ლავანდის, წყავისა და სხვა მცენარეების დაახლოებით ათასი ნერგის დარგვა იგეგმება.

"გამწვანების სამუშაოები ქალაქის სხვა რაიონებშიც ჩატარდება. მათ შორის სააკაძის მოედანზე, მარშალ გელოვანის გამზირზე, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან და სხვა", — განაცხადეს ეკოლოგიის სამსახურში.

ყველა ახალი ამბავი
0