თბილისი, 15 მარტი —Sputnik. მსოფლიო მობილურ კონგრესზე (Mobile World Congress), რომელიც ყოველწლიურად ბარსელონაში იმართება, ორი ქართული სტარტაპი მოხვდა, განუცხადეს "Sputnik საქართველოს" კომპანია "ბილაინში".
სტარტაპი treepex–ი, რომელიც კომპანია "ბილაინის" მობილური აპლიკაციების კონკურსში Eurasia Mobile Challenge–ის გამარჯვებულია, 2500 პროექტიდან საუკეთესოთა ხუთეულში მოხვდა. ეს ინოვაციური პროექტი ლანდშაფტების გამწვანებას ითვალისწინებს.
მობილური აპლიკაციის treepex–ის საშუალებით ორიგინალური საჩუქრის გაკეთება არის შესაძლებელი — მეგობრის, ოჯახის წევრის ან საყვარელი ადამიანის სახელზე საქართველოს ტერიტორიაზე ხის დარგვის შეკვეთის გაკეთება. რეინჯერები დარგავენ ხეს კონკრეტული ადამიანის სახელზე, რომელიც საჩუქრის შესახებ სმს–შეტყობინებას მიიღეს. აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია დავაკვირდეთ, როგორ იზრდება ხე.
კონგრესზე წარმოდგენილი იყო ასევე ქართული სტარტაპი RehabGlove — ეს არის ელექტრონული ხელთათმანი, რომელიც ადამიანს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ტრავმებისა ან ინსულტის შემდეგ მამოძრავებელი ფუნქციების აღდგენაში დაეხმარება.
კონგრესზე დამთვალიერებლები უკანასკნელ ტექნოლოგიურ მიღწევებსა და ტენდენციებს გაეცნობიან. წელს ღონისძიებას 208 ქვეყნიდან 108,000 სტუმარი ესწრებოდა. გამოფენაში მონაწილეობა 2,500-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო.
"Eurasia Mobile Challenge-ის აპლიკანტების რაოდენობა წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება და დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას აღმოვაჩენთ ახალი და საინტერესო პროექტებით", — განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ტყეშელაშვილმა.