მძღოლი გულის შეტევით საჭესთან გარდაიცვალა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
65 წლის მამაკაცს გულის პრობლემები ჰქონდა.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ქალაქ რუსთავში მსუბუქი ავტომობილის მძღოლი საჭესთან გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

65 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. შემთხვევა გიორგი ნიკოლაძის ქუჩაზე მოხდა.

"მძღოლს გულის პრობლემები ჰქონდა. პირველადმა კვლევამ აჩვენა, რომ ის გულის შეტევით, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა", — განაცხადა უწყების პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით "თვითმკვლელობამდე მიყვანა".

ყველა ახალი ამბავი
0